ირმა ნადირაშვილი - "ევროპული საქართველო" მზად არის, ია მამალაძის კანდიდატურას ხმა მისცეს
ირმა ნადირაშვილი - "ევროპული საქართველო" მზად არის, ია მამალაძის კანდიდატურას ხმა მისცეს

ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოს“ კვოტით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი ისევ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე  იქნება, თუმცა, თუკი სახალხო დამცველი კანდიდატად ჟურნალისტ ია მამალაძეს დაასახელებს,  მასაც დაუჭერენ მხარს.

მისივე თქმით, უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატ ია მამალაძეს “ევროპულმა საქართველომ” პირველ კენჭისყრაზეც მისცა ხმა, რადგან „გურია ნიუსის“ დამფუძნებელ ია მამალაძეს სახელისუფლო კანდიდატად არ განიხილავენ.

„ჩვენ პირველ კენჭისყრაზე მხარი დავუჭირეთ საპარლამენტო უმრავლესობის წარდგენილ ერთ-ერთ კანდიდატ ია მამალაძეს. დღეს მოვისმინეთ უმრავლესობის წევრების მოწოდებები, რომ ია მამალაძე ისევ იყოს წარმოდგენილი საზოგადოებრივ ბორდში სახალხო დამცველის კვოტით. შესაბამისად, ჩვენ ისევ მზად ვართ, წარდგენის შემთხვევაში მხარი დავუჭიროთ მას. „გურია ნიუსის“ დამფუძნებელს ჩვენ არც ერთ ეტაპზე არ განვიხილავდით სახელისუფლო კანდიდატად. უფრო მეტიც, მივიჩნევდით, რომ უმრავლესობამ ია მამალაძემ ხოლოდ და მხოლოდ სიის გაკეთილშობილების მიზნით წარმოადგინა, მაშინ როცა გადაწყვეტილება წინასწარ იყო მიღებული ბიძინა ივანიშვილის ფავორიტ ზაზა შათირიშვილის სასარგებლოდ“, – აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.