ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას ოპერაცია სჭირდება.
როგორც ირმა ჭკადუამ განაცხადა, ოთარ აბესაძეს მიეცა უფლება, რომ კვალიფიციური მკურნალობა ჩაიტაროს.
“დღეს დავაყენეთ შუამდგომლობა ოთარ აბესაძისთვის აღკვეთის შეცვლაზე, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და ეს ასახულია დასკვნაში, რომელიც დღეს წარვადგინეთ. მოსამართლემ გაითვალისწინა და უფლება მიეცა, გამოკვლევებზე სახლიდან ირაოს, ჩაიტაროს სრული მკურნალობა. ოთარ აბესაძეს სჭირდება კვალიფიციური მკურნალობა და ოპერაცია”, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე სასამართლო დარბაზიდან დღეს გაათავისუფლეს.