ირმა ჭკადუა - დავით ასათიანის სახით ზაზა ხატიაშვილი საკუთარ მემკვიდრეს ტოვებს
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირმა ჭკადუა ადვოკატებს მოუწოდებს, ასოციაციის თავმჯდომარე ზეწოლის გარეშე აირჩიონ. ჭკადუა აცხადებს, რომ დავით ასათიანის სახით ზაზა ხატიაშვილი საკუთარ მემკვიდრეს ტოვებს და ასოციაციაში კლანური მმართველობა იარსებებს.
მისივე თქმით, ასათიანის წარსული აჩენს იმის ფიქრის საფუძველს, რომ ის მიკერძოებული იურისტი იყო.
“ადვოკატებმა თამჯდომარე ზეწოლის გარეშე უნდა აირჩიონ. მოქმედი თამჯდომარე დავით ასათიანს ღიად უჭერს მხარს და ყველა მის შეხვედრას ესწრებოდა. ამით არათანაბარ პირობებში იყვნენ სხვა კანდიდატები. ადვოკატებს მოვუწოდებ, მიიღონ გადაწყვეტილება, რაც მათ ხვალინდელ დღეს განსაზღვრავს. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მმართველობაში აპირებენ მოსვლას, წინა ხელისუფლების დროს ცხოვრობდნენ სასათბურე პირობებში. მათი პროტესტი არავის ახსოვს, მაშინ როდესაც ადვოკატები ვიბრძოდით, არც ერთი მხარდამჭერი განცხადება არ ჰქონდათ. ყველას გვახსოვს ადვოკატების წარსული და ვინ რისთვის ვიბრძოდით”, – განაცხადა ჭკადუამ.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები 9 დეკემბერს არის ჩანიშნული და ირმა ჭკადუას გადრა, უკვე დასახელებული კანდიდატები არიან: დავით ლანჩავა, დავით ასათიანი, დავით ებრალიძე და ლევან ჯანაშია.
ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილია.