ირლანდიის პრემიერი - ქვეყანა ბრექსიტის შესახებ მოლაპარაკებების გადადების წინააღმდეგია 
ირლანდიის პრემიერი - ქვეყანა ბრექსიტის შესახებ მოლაპარაკებების გადადების წინააღმდეგია 

ირლანდიის პრემიერ-მინისტრის მოადგილის საიმონ კოვნის თქმით, ქვეყანა ბრექსიტის შესახებ მოლაპარაკებების გადადების წინააღმდეგია.

საიმონ კოვნიმ ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში საკმარისი პროგრესი მიღწეული არ არის.

პრემიერ-მინისტრის მოადგილის განცხადებას წინ უძღვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იმის შესახებ, უნდა გადავიდნენ თუ არა ბრიტანეთი და ევროკავშირი მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე.

ორშაბათს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერს შეხვდება. ლიდერები შეაფასებენ, ამ ეტაპისთვის რა პროგრესია მიღწეული მოქალაქეთა უფლებების სამ ძირითად საკითხში, „ბრექსიტის“ მსვლელობაში და ირლანდიის საზღვრის მომავალთან დაკავშირებით.

ამის შემდეგ, ოთხშაბათს, 27 ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრაზე გადაწყდება, უნდა გადავიდეს თუ არა „ბრექსიტის“ შესახებ მოლაპარაკებები მეორე ფაზაში.