გაერთიანებულმა სამეფომ იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა
გაერთიანებულმა სამეფომ იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა

გაერთიანებულმა სამეფომ იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, ბრექსიტის შემდეგ ეს ქვეყნის, როგორც დამოუკიდებელი მოვაჭრის, პირველი შეთანხმებაა.

ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ ამ ხელშეკრულებით იაპონიასთან ვაჭრობა 15,2 მილიარდი ფუნტით გაიზრდება.

საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ბიზნესებს იაპონიაში ექსპორტის 99%-ის უტარიფოდ გატანის საშუალება ექნებათ.