ბრექსიტის სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრსა და ევროკომისარ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა
ბრექსიტის სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრსა და ევროკომისარ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა

ბრექსიტის სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და ევროკომისარ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორისგამართული მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. ერთადერთი, რაზეც მხარეებმა შეთანხმება შეძლეს, 13 დეკემბრის ბოლო ვადად განსაზღვრაა, რა დროისთვისაც უკვე მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, შეძლებენ თუ არა ლონდონი და ბრიუსელი შეთანხმებამდე მისვლას.

შეთანხმებამ, რომლის მიღწევასაც მხარეები ცდილობენ, ბრექსიტის გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ ლონდონსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობები უნდა დაარეგულიროს. მათ შორის სავაჭრო კუთხით. ამ მიმართულებით, ძირითადი უთანხმოების მიზეზი გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიულ წყლებში, ევროკავშირის თევზჭერის კვოტებს, ბაზარზე თანაბარი პირობების გარანტიებსა და დავების გადაჭრის მექანიზმებთან დაკავშირებით არსებობს. გარდამავალი პერიოდის ვადა 31 დეკემბერს იწურება. ამ პერიოდში ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სავაჭრო შეთანხმების გარეშე დასრულების შემთხვევაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეგულაციების შესაბამისად ტარიფები ამოქმედდება მოუწევს. აღნიშნული ტარიფები წესდება იმ შემთხვევაში, თუ ორ მხარეს სავაჭრო შეთანხმება არ გააჩნია. ეს კი თავის მხრივ, გარკვეული პროცედურების გავლას მოითხოვს.