IRI-ს გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ „უცხოელი აგენტების“ კანონის მიღება აზიანებს საქართველოს დასავლურ მისწარაფებებს
IRI-ს გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ „უცხოელი აგენტების“ კანონის მიღება აზიანებს საქართველოს დასავლურ მისწარაფებებს

IRI-მ გამოკითხულ მოქალაქეებს კითხვა დაუსვა, „წაკითხული წინადადებებიდან, თითეულზე მითხარით ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას“ – „უცხოელი აგენტების“ კანონის მიღება აზიანებს საქართველოს დასავლურ მისწარაფებებს? პასუხები ასე გადანაწილდა: სრულად ვეთანხმები – 42%;  ნაწილობრივ ვეთანხმები – 18%; ნაწილობრივ ვეწინააღმდეგები – 7%; კატეგორიულად ვეწინააღმდეგები – 15%; არ ვიცი/უარი პასუხზე – 18%.

შემდეგ კითხვაზე  „უცხოელი აგენტების“ კანონი მიმართულია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მედიის გაჩუმებისკენ? პასუხები შემდეგია: სრულად ვეთანხმები – 38%; ნაწილობრივ ვეთანხმები – 18%; ნაწილობრივ ვეწინააღმდეგები – 7%; კატეგორიულად ვეწინააღმდეგები – 15%; არ ვიცი/უარი პასუხზე- 21%.

ასევე, კითხვაზე, „უცხოელი აგენტების“ კანონის მიღებით, საქართველო რუსეთს დაუახლოვდება? პასუხები შემდეგია: სრულად ვეთანხმები – 38%; ნაწილობრივ ვეთანხმები – 18%; ნაწილობრივ ვეწინააღმდეგები – 7%; კატეგორიულად ვეწინააღმდეგები – 15%; არ ვიცი/უარი პასუხზე – 22%.

IRI-ს შემდეგი კითხვა იყო, „უცხოელი აგენტების“ კანონის მიღება საქართველოს ეროვნული ინტერესია? პასუხები ასეთია: სრულად ვეთანხმები – 13%; ნაწილობრივ ვეთანხმები – 13%; ნაწილობრივ ვეწინააღმდეგები – 10%; კატეგორიულად ვეწინააღმდეგები – 40%; არ ვიცი/უარი პასუხზე- 26%.

IRI-ს ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%-ს. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.