IRI - გამოკითხულთა უმეტესობა ქვეყნის ყველაზე დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს მიიჩნევს, ყველაზე დიდ საფრთხედ კი - რუსეთს
IRI - გამოკითხულთა უმეტესობა ქვეყნის ყველაზე დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს მიიჩნევს, ყველაზე დიდ საფრთხედ კი - რუსეთს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა საქართველოსთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორებად ევროკავშირსა და აშშ-ს მიიჩნევს. კითხვაზე, ვის მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორებად საქართველოსთვის, ევროკავშირს ასახელებს გამოკითხულთა 51%, ამერიკის შეერთებულ შტატებს – 32%, აზერბიაჯანი – 19%, უკრაინა – 17%, თურქეთი – 16%, სომხეთი – 9%, რუსეთი – 9%, გაერთიანებული სამეფო – 9%, ისრაელი – 7%, ჩინეთი – 6%, ირანი – 1%, არცერთი და უარი პასუხზე 8-8%.

ამასთან, კითხვაზე, რომელს მიიჩნევთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად, ევროკავშირს პასუხობს გამოკითხულთა 43%, ამერიკის შეერთებულ შტატებს – 31%, თურქეთს – 28%, აზერბაიჯანი – 24%, რუსეთი – 16%, უკრაინა – 12%, ჩინეთი – 12%, სომხეთი – 8%, ისრაელი – 5%, გაერთიანებული სამეფო – 5%, ირანი – 1%, არცერთი -5%, არ ვიცი/უარი პასუხზე – 9%.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა ქვეყნისთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს.

კითხვაზე – ამ ქვეყნებიდან რომელი წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს, რუსეთს ასახელებს გამოკითხულთა 77%, თურქეთი – 12%, აშშ – 9%, ირანი – 6%, ჩინეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს საფრთხედ მიიჩნევს გამოკითხულთა 4%, უკრაინას – 3%, ევროკავშირს – 2%

გამოკითხულთა უმეტესობა ასევე რუსეთს ასახელებს ქვეყნისთვის ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხედ. კითხვაზე, ამ ქვეყნებიდან რომელი წარმოადგენს ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხეს საქართველოსთვის – რუსეთს ამბობს 69%, თურქეთი -11%, აშშ – 6%, ჩინეთი – 5%, უკრაინა და ირანი – 3-3%, აზერბაიჯანი, სომხეთი და ევროკავშირი 2-2%.

ამასთან, კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით რუსეთთან დიალოგს, სრულად უჭერს მხარს გამოკითხულთა 34%, ნაწილობრივ უჭერს მხარს -24%, ნაწილობრივ ეწინააღმდეგება – 8%, კატეოგრიულად ეწინააღმდეგება – 30%.

კითხვაზე, რუსეთთან არსებული ურთიერთობის გათვალისწინებით, რამდენად დაცულად გრძნობთ თავს საქართელოში ცხოვრებისას, გამოკითხულთა 20 პროცენტი პასუხობს – ძალიან დაცულად; უფრო მეტად დაცულად, ვიდრე დაუცველად, აცხადებს გამოკითხულთა 34%; უფრო დაუცველად, ვიდრე დაცულად – 31%; ძალიან დაუცველად – 12%.

კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ დასრულდა თუ კვლავაც მიმდინარეობს, მხოლოდ 6% ფიქრობს, რომ დასრულდა, 73% მიიჩნევს, რომ აგრესია კლავაც გრძელდება.

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%-ს. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.