IRI - კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 40% არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ქართულ ოცნებას“ კი  - 29%
IRI - კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 40% არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ქართულ ოცნებას“ კი - 29%

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 40% არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 29% – „ქართულ ოცნებას“.

შეკითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში, გამოკითხულთა 18 ოპროცენტი ასახელებს „„გირჩსა“ და „დროას“ – ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარიას“, 16% – „გირჩს“, 13% – „ევროპულ საქართველოს”; „კონსერვატიულ მოძრაობა – ალტ-ინფოს“ – 12%, „ლეიბორისტულ პარტიას” – 11%; 10%  – „ლელოს“; „სტრატეგია აღმაშენებელს“ – 9%, ასევე 9% ასახელებს „პატრიოტთა ალიანსს“; პარტიას „საქართველოსთვის“ – 8%; „მოქალაქეებს“ – 6%, „ხალხის ძალას“ – 4 %, „ხალხისთვის“ – 2%.

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%-ს. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.