ირანში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა
ირანში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ირანში კორონავირუსის ახალი სახეობის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვირუსის ახალი შტამი ირანის მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნდა. ის ერთ-ერთ კერძო კლინიკაშ მოათავსეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულის მიერ ვირუსის ნათესავებისთვის გადაცემის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ირანში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 98 ადამიანი გარდაიცვლა, რაც 18 ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდნეობა ჯამში 55 748-ს შეადგენს. ამასთან, ირანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 6 113 ადამიანს დაუდატურდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის სულ 1 255 620 შემთხვევაა დადასტურებული.