სომხეთის პრემიერ-მინისტრი თეირანში ჩავიდა, სადაც სამგლოვიარო ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას
სომხეთის პრემიერ-მინისტრი თეირანში ჩავიდა, სადაც სამგლოვიარო ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თეირანში ჩავიდა.

„დავესწრები სამგლოვიარო ცერემონიას, რათა პატივი მივაგო ირანის პრეზიდენტს, იბრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს, მათ თანმხლებ პირებს და სამძიმარს გამოვთქვამ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი და სხვა პირები იმყოფებოდნენ, 19 მაისს ჩამოვარდა. ირანის პრეზიდენტს ხვალ, 23 მაისს მშობლიურ ქალაქში დაკრძალავენ.