ირანის პრეზიდენტისა და სხვა დაღუპულთა სამგლოვიარო ცერემონიას  „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ წარმომადგენლები დაესწრნენ
ირანის პრეზიდენტისა და სხვა დაღუპულთა სამგლოვიარო ცერემონიას „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ წარმომადგენლები დაესწრნენ

ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისისა და ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სხვა დაღუპულთა სამგლოვიარო ცერემონიას თეირანში ირანისა და რეგიონის ოფიციალური პირები დაესწრნენ. მათ შორის, „ჰამასის“ წარმომადგენელი და „ჰეზბოლას“ ლიდერის მოადგილე.

დაკრძალვის წინ ლოცვა ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ აღასრულა. იბრაჰიმ რაისს ხვალ, 23 მაისს დაკრძალავენ ქალაქ მეშჰედში, სადაც პრეზიდენტი დაიბადა.