შვედეთმა სამუდამო პატიმრობამისჯილი ირანელი ჰამიდ ნური ირანში დაკავებულ შვედეთის ორ მოქალაქეზე გაცვალა

10:58, 16.06.2024

შვედეთმა სამუდამო პატიმრობამისჯილი ირანელი ჰამიდ ნური ირანში დაკავებულ შვედეთის ორ მოქალაქეზე – იოჰან ფლოდერუსსა და საიდ აზიზიზე გაცვალა. ორივე მათგანი წუხელ ღამით შვედეთში დაბრუნდა.

შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის განმარტებით, ირანმა შვედეთის მოქალაქეები, ჰამიდ ნურის გათავისუფლების მიზნით, ცინიკური მოტივებით დააკავა.

ირანელი ჰამიდ ნური კი სამუდამო პატიმრობას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის იხდიდა.

მსგავსი