შვედეთმა სამუდამო პატიმრობამისჯილი ირანელი ჰამიდ ნური ირანში დაკავებულ შვედეთის ორ მოქალაქეზე გაცვალა
შვედეთმა სამუდამო პატიმრობამისჯილი ირანელი ჰამიდ ნური ირანში დაკავებულ შვედეთის ორ მოქალაქეზე – იოჰან ფლოდერუსსა და საიდ აზიზიზე გაცვალა. ორივე მათგანი წუხელ ღამით შვედეთში დაბრუნდა.
შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის განმარტებით, ირანმა შვედეთის მოქალაქეები, ჰამიდ ნურის გათავისუფლების მიზნით, ცინიკური მოტივებით დააკავა.
ირანელი ჰამიდ ნური კი სამუდამო პატიმრობას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის იხდიდა.