ირანში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრობაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს
ირანში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრობაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს

ირანის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, ე.წ.  ისლამური სახელმწიფოს წევრობაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს. ირანული დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ტერაქტების განხორციელებას გეგმავდნენ.

სამართალდამცველების ცნობით, დაჯგუფების სათავეში მყოფი პირის ძმა, სირიაში ისლამური სახელმწიფოს სახელით ბრძოლისას დაიღუპა.

გასულ წელს ისლამური სახელმწიფოს წევრებმა თეირანის პარლამენტსა და სულიერი ლიდერის, აიათოლა რუჰოლა ხომეინის მავზოლეუმზე თავდასხმა განახორციელეს, რასაც სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა.