თურქეთში სანტა მარიას ეკლესიაზე თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით, სტამბოლში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 17 წევრი დააკავეს
თურქეთში სანტა მარიას ეკლესიაზე თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით, სტამბოლში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 17 წევრი დააკავეს

თურქეთში, სანტა მარიას ეკლესიაზე თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით სტამბოლში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციის, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 17 წევრი დააკავეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის დაზვერვის სამსახურმა გამოავლინა ეჭვმიტანილები, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ და ე.წ. ხორასნის პროვინციასთან არიან დაკავშირებული.

სპეცოპერაცია სტამბოლში ერთდროულად რამდენიმე ადგილას ჩატარდა. თურქული მედია წერს, რომ ქვეყნის დაზვერვის სამსახურის მოქმედების შედეგად თურქეთში სინაგოგებისა და ეკლესიების წინააღმდეგ გეგმები აღიკვეთა.