გერმანიაში ისლამისტური დაჯგუფების შვიდი წევრი დააკავეს
გერმანიაში ისლამისტური დაჯგუფების შვიდი წევრი დააკავეს

გერმანიაში ისლამისტური დაჯგუფების შვიდი წევრი დააკავეს. ინფორმაციას გემანული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, პროკურატურაში განმარტავენ, რომ ეჭვმიტანილები ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალურ მიწაზე აიყვანეს, მათ ტერორისტული დაჯგუფება ჰქონდათ ჩამოყალიბებული და მხარდაჭერას უცხადებდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია  „ისლამურ სახელმწიფოს“.

დაკავებულთაგან ერთი – თურქმენეთის, ერთი – ყირგიზეთის, ხუთი კი ტაჯიკეთის მოქალაქეა.

ისინი გერმანიაში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მალევე შევიდნენ და გერმანიის მიწაზე ტერაქტების განხორციელებას ისახავდნენ მიზნად. ასევე, 2022 წლის აპრილიდან მოყოლებული, აღნიშნული შვიდი პირიდან ექვსი „ისლამური სახელმწიფოსთვის“ თანხებს აგროვებდა.