ბენიამინ ნეთანიაჰუ - ცივილიზებული სამყარო როგორც ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად გაერთიანდა, ახლაც ისე უნდა გაერთიანდეს, დაგვეხმარეთ „ჰამასთან“ ბრძოლაში
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ცივილიზებული სამყარო როგორც ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად გაერთიანდა, ახლაც ისე უნდა გაერთიანდეს, დაგვეხმარეთ „ჰამასთან“ ბრძოლაში

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ბევრი თვალსაზრისით, „ჰამასი“, ტერორისტულ დაჯგუფება ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე უარესია.

„ჩვენ თქვენთან ვართ, ბატონო პრემიერ-მინისტრო. როგორც პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ თქვენი ზურგი გვაქვს. საზიზღარია ის ქმედებები, რომელსაც ეს ტერორისტული ჯგუფი ახორციელებს. ბევრი ვიცი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს შესახებ და რაც მე ვნახე, ეს უარესია“, – თქვა ოსტინმა

თავის მხრივ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, რათა დაეხმაროს ისრაელს „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ბევრი თვალსაზრისით, „ჰამასი“ არის ე.წ ისლამურ სახელმწიფოზე უარესი და როგორც მთელი ცივილიზებული სამყარო გაერთიანდა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად, ახლაც ისე უნდა გაერთიანდეს. დაგვეხმარეთ „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში. მე ვიცი, რომ თქვენ დგახართ ჩვენთან და მე ამას ძლიერ ვაფასებ“, – თქვა ნეთანიაჰუმ.