ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი „მძიმედ დაეშვა“
ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი „მძიმედ დაეშვა“

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, აჰმად ვაჰიდმა დაადასტურა ინფორმაცია ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის „მძიმედ დაშვების“ შესახებ.

ირანული მედიის ცნობით, ვერტმფრენის მგზავრებს შორის, ირანის პრეზიდენტთან ერთად, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანიც იმყოფებოდა.

როგორც მთავრობამ მედიას განუცხადა, უამინდობის გამო ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებას გაუჭირდა შემთხვევის ადგილზე მისვლა. ასევე ცნობილია, რომ, პრეზიდენტის ვერტმფრენის გარდა, სხვა ვერტმფრენებმა, რომლებშიც მინისტრები და მაღალჩინოსნები ისხდნენ, უსაფრთხოდ მიაღწიეს დანიშნულების ადგილს.

შეგახსენებთ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ირანის პროვინციიდან თეირანში ბრუნდებოდა, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ჩამოვარდა. ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მონაწილეობა მიიღეს კაშხლის გახსნის ცერემონიაში.