ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის მეთაურმა ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზების გამოძიების ბრძანება გასცა
ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის მეთაურმა ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზების გამოძიების ბრძანება გასცა

ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის მეთაურმა, მოჰამედ ბაგერიმ გასცა ბრძანება ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზების გამოძიებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ირანის პრეზიდენტი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და კიდევ შვიდი პირი დაიღუპნენ.

როგორც მედია წერს, ავარიის ადგილას მაღალი რანგის დელეგაცია გაემგზავრება სამხედრო მეთაურის ხელმძღვანელობითა და ტექნიკური ექსპერტების ჩართულობით.

ირანულმა მედიამ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვა დაადასტურა.