რეჯეფ თაიფ ერდოღანი - გადავწყვიტეთ, გამოვაცხადოთ ერთდღიანი ეროვნული გლოვა ირანის პრეზიდენტის დაღუპვის გამო
ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის დაღუპვასთან დაკავშირებით თურქეთში ეროვნული გლოვის დღე გამოცხადდა.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, გამოვაცხადოთ ერთდღიანი ეროვნული გლოვა ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის დაღუპვის გამო“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის როლის შესახებ ვერტმფრენის სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში.
„ამინდის გამო შექმნილი რთული პირობების მიუხედავად, თურქულმა სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა სამუშაოები 7,5 საათის განმავლობაში ჩაატარა“, – განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იმყოფებოდნენ, ჩამოვარდა. რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ირანულმა მედიამ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვა დაადასტურა.