ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტები აცხადებენ, რომ აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში, ისინი მათ უპასუხებენ
ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ მათზე თავდასხმას განახორციელებს, პასუხს გასცემენ.
„ამერიკელები თუ გააგრძელებენ ესკალაციას, უფრო ჩართვას და სისულელეების გაკეთებას ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმით, ისინი ჩვენი სამიზნეები გახდებიან. ჩვენ ამერიკულ საბრძოლო ხომალდებს, ამერიკულ ინტერესებს და ამერიკულ ნავიგაციას ჩვენი რაკეტებისა და დრონების სამიზნედ გავხდით“, – განაცხადა აბდელ-მალეკი ალ-ჰუთმა.
ჰუსიტების ლიდერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე გახშირებული თავდასხმების გამო ოპერაციას იწყებდა.
შეგახსენებთ, პენტაგონის ინფორმაციით, იემენელმა ჰუსიტებმა ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, წითელ ზღვაში სულ 100-ზე მეტი თავდასხმა განახორციელეს.