წითელ ზღვაში იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმებთან დაკავშირებით აშშ-მა ირანთან ფარული მოლაპარაკებები გამართა
წითელ ზღვაში იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმებთან დაკავშირებით აშშ-მა ირანთან ფარული მოლაპარაკებები გამართა

წითელ ზღვაში იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმებთან დაკავშირებით აშშ-მა ირანთან ფარული მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.

ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკება გაიმართა თეირანის დარწმუნების მიზნით, გამოიყენოს თავისი გავლენა იემენის სამხედრო-პოლიტიკურ ჯგუფზე, რათა შეწყვიტოს თავდასხმები გემებზე.

ბოლო ათი თვის განმავლობაში პირველი მოლაპარაკებები, რომლის დროსაც ვაშინგტონმა ასევე გამოთქვა შეშფოთება ირანის ბირთვული პროგრამის გაფართოების შესახებ, იანვარში ომანში გაიმართა. აშშ-ის დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ თეთრი სახლის ახლო აღმოსავლეთის მრჩეველი ბრეტ მაკგარკი და ირანის საკითხებში მისი დესპანი აბრამ პეილი. ისლამურ რესპუბლიკას წარმოადგენდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალი ბაგერი კანი, რომელიც ასევე არის თეირანის მთავარი მომლაპარაკებელი ბირთვულ საკითხებზე.

ომანის ოფიციალური პირები ირანისა და ამერიკის წარმომადგენლებს შორის ინფორმაციას ცვლიდნენ, ამიტომ მათ პირდაპირ არ უსაუბრიათ. მაკგარკის მონაწილეობით მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიგეგმა თებერვალში, მაგრამ გადაიდო, რადგან აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დიპლომატიურ პროცესში ჩაერთო.