წითელ ზღვაში სატელეკომუნიკაციო ოთხი კაბელი გაწყდა, რაც აზიასა და ევროპას შორის მონაცემთა მიწოდების 25 პროცენტს აფერხებს
წითელ ზღვაში სატელეკომუნიკაციო ოთხი კაბელი გაწყდა, რაც აზიასა და ევროპას შორის მონაცემთა მიწოდების 25 პროცენტს აფერხებს

წითელ ზღვაში სატელეკომუნიკაციო ოთხი კაბელი გაწყდა, რაც აზიასა და ევროპას შორის მონაცემთა მიწოდების 25 პროცენტს აფერხებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ამასთან, „ეიჩჯისი გლობალ ქომუნიქეიშენის“ განმარტებით, დაზიანებულია Seacom-ის, TGN-Gulf-ის, Asia-Africa-Europe 1-ის and Europe India Gateway-ის წყალქვეშა კაბელები.

წითელი ზღვის ფსკერზე გადის თექვსმეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რომლებიც შეადგენენ საერთაშორისო ინტერნეტმონაცემთა ტრაფიკის 17 პროცენტს.

„ბიბისის“ ცნობით, ოფიციალური პირები ჯერ კიდევ ცდილობენ, გაარკვიონ, როგორ დაზიანდა სატელეკომუნიკაციო კაბელები, ეს შეიძლება იყოს შემთხვევითი ხარვეზი ან მიზანმიმართული ქმედება. როგორც მედია წერს, კომერციული გემები ხანდახან კარგავენ ღუზებს, რომლებიც შემდეგ ჭრიან კაბელებს.

იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“ გაავრცელეს განცხადება, სადაც უარყოფენ კაბელების დაზიანებაში მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ წითელ ზღვაში კაბელები გადის შედარებით ზედაპირულ წყალში. დღეისთვის მსოფლიოში ფუნქციონირებს დაახლოებით 380 კაბელი, რომელთა საერთო სიგრძე 1.2 მილიონ კმ-ზე მეტია.