აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - აშშ-ის სამხედროებმა კოალიციურ პარტნიორებთნ ერთად, წითელ ზღვაში იემენელი „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული 15 უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - აშშ-ის სამხედროებმა კოალიციურ პარტნიორებთნ ერთად, წითელ ზღვაში იემენელი „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული 15 უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს

აშშ-ის სამხედროებმა კოალიციურ პარტნიორებთნ ერთად, წითელ ზღვაში იემენელი „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული 15 უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ირანისგან მხარდაჭერილმა „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვასა და ადენის ყურეში უპილოტო საფრენი აპარატებით ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელეს.

„კოალიციის ძალებმა შენიშნეს უპილოტო საფრენი აპარატები და დაადგინეს, რომ ისინი წარმოადგენდნენ გარდაუვალ საფრთხეს რეგიონში სავაჭრო გემებისთვის, აშშ-ის საზღვაო ძალებისთვის და კოალიციის გემებისთვის. აშშ-ის საზღვაო ძალების გემებმა და თვითმფრინავებმა, კოალიციის მრავალრიცხოვან საზღვაო გემებთან და თვითმფრინავებთან ერთად ჩამოაგდეს 15 უპილოტო საფრენი აპარატი. ეს მოქმედებები ხორციელდება ნაოსნობის თავისუფლების დასაცავად და საერთაშორისო წყლების უფრო დაცულობის მიზნით“, – აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.