ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, წინანდლის სასტუმრო „რადისონში“ ხანძარი სავარაუდოდ ორთქლის აბანოდან გაჩნდა
კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, წინანდლის სასტუმრო „რადისონში“ ხანძარი ორთქლის აბანოდან გაჩნდა.
როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე ხანძრის ჩასაქრობად ათი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.
„ჩემი ინფორმაციით, ხანძარი ორთქლის აბანოდან გაჩნდა და ოთხი ერთეული ნომერია დამწვარი. ალბათ ათ წუთში ხანძარი უკვე ლოკალიზებული იქნება. სამწუხარო ფაქტი მოხდა, მაგრამ საბედნიეროდ, დაშავებულები არ არიან“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.