ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციის ნაბიჯები არის აბსოლუტური დესტრუქცია და კონსტიტუციის დარღვევისკენ მიდრეკილი, ეს ყველაფერი ოპოზიციას კარგს არაფერს უქადის

15:20, 12.11.2024

ოპოზიციის ნაბიჯები არის აბსოლუტური დესტრუქცია და კონსტიტუციის დარღვევისკენ მიდრეკილი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ეს ყველაფერი ოპოზიციას კარგს არაფერს უქადის.

„ოპოზიციამ თავისი ქმედებებითა და ნაბიჯებით, შეიძლება, თავად მიიყვანოს საკუთარი თავი სასამართლოს წინაშე. ოპოზიციას რასაც ვუყურებთ, ეს არის აბსოლუტური დესტრუქცია და კონსტიტუციის დარღვევისკენ მიდრეკილი ნაბიჯები. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. მაგალითად, ორხელისუფლებიანობის ჩამოყალიბების მცდელობა, როცა გვეუბნებიან, რომ როგორც არჩეული ხელისუფლება, ისე მოვიქცევითო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მსგავსი