ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, წინანდლის სასტუმრო „რადისონში“ ხანძარი სავარაუდოდ ორთქლის აბანოდან გაჩნდა

01:44, 08.07.2020

კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით,  წინანდლის სასტუმრო „რადისონში“ ხანძარი ორთქლის აბანოდან გაჩნდა.

როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე ხანძრის ჩასაქრობად ათი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.

„ჩემი ინფორმაციით, ხანძარი ორთქლის აბანოდან გაჩნდა და ოთხი ერთეული ნომერია დამწვარი. ალბათ ათ წუთში ხანძარი უკვე ლოკალიზებული იქნება. სამწუხარო ფაქტი მოხდა, მაგრამ საბედნიეროდ, დაშავებულები არ არიან“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მსგავსი