ირაკლი ოქრუაშვილი - გენერალი არა, რიონის ფლოტის ადმირალი, თან ომის გმირიო, 2008-ში გიორგი კალანდაძის საქმენი საგმირონი მისი ბრიგადის ჯარისკაცებს ჰკითხეთ
გენერალი არა, რიონის ფლოტის ადმირალი და შავი ზღვის აკვატორიის გენერალ-გუბერნატორი. 2007 წლიდან დღემდე რომ გრძელდება ასეთი გენერლების შტამპვა ქსეროქსზე გადაღებულივით, იმიტომაა ჯარში საქმე კარგად, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს გიორგი კალანდაძესთან დაკავშირებით, რომელიც ბერლინის აეროპორტში დააკავეს.
„გენერალიო. გენერალი არა, რიონის ფლოტის ადმირალი და შავი ზღვის აკვატორიის გენერალ-გუბერნატორი. 2007 წლიდან დღემდე რომ გრძელდება ასეთი გენერლების შტამპვა ქსეროქსზე გადაღებულივით, იმიტომაა ჯარში საქმე კარგად. თან ომის გმირიო, კაცოო… ამის საქმენი საგმირონი 2008-ში მისი ბრიგადის ჯარისკაცებს ჰკითხეთ“, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა გიორგი კალანდაძე ბერლინის აეროპორტში მიმდინარე წლის 19 დეკემბერს დააკავეს.
პროკურატურა გენერალური შტაბის უფროსის ყოფილ მოადგილეს მოქალაქის თავისუფლების უკანონო აღკვეთას და წამებას ედავება.
გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, რომ გიორგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე გერმანულ მხარეს შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.