მამუკა მდინარაძე - რუსეთი ოკუპანტია, საქართველოს ადგილი ევროპაშია, ოქრუაშვილის განცხადება კი, ქსენოფობიის გარდა, საკუთარი ქვეყნის ომში ჩათრევის პირდაპირი მოწოდებაა
მამუკა მდინარაძე - რუსეთი ოკუპანტია, საქართველოს ადგილი ევროპაშია, ოქრუაშვილის განცხადება კი, ქსენოფობიის გარდა, საკუთარი ქვეყნის ომში ჩათრევის პირდაპირი მოწოდებაა

რუსეთი ოკუპანტია, საქართველოს ადგილი ევროპაშია, ოქრუაშვილის განცხადება კი, ქსენოფობიის გარდა, საკუთარი ქვეყნის ომში ჩათრევის პირდაპირი მოწოდებაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძე კომენტარს აკეთებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოტზე, რომელშიც ოქრუაშვილი წერს: „ერთი პატარა მაგალითი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ, ვინაა მაგის მქმნელი, თორემ კი“.

„ეს ქსენოფობიის თუ შოვინიზმის გარდა, ომის გარანტიის მიღების მცდელობაა!

მისმა სხვა თანამზრახველებმა იწვალეს, ხან ირიბად თქვეს, ხან – უფრო პირდაპირ, მერე თავი იმართლეს… ამ სიტყვების ავტორმა კი მკაფიოდ თქვა მათი სათქმელი, ყველასი ერთად!..

ვისაც აქამდე კიდევ რჩებოდა კითხვები, მათთვის რამდენიმე უმარტივესი ჭეშმარიტება:

რუსეთი ოკუპანტია!

საქართველოს ადგილი ევროპაშია!

ეს კი ქსენოფობიის გარდა, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული უპრეცედენტო პროვოკაცია, ბოროტება და ომში ჩათრევის ყველაზე მოკლე გზაზე სვლის პირდაპირი მოწოდებაა!“ – წერს მამუკა მდინარაძე „ფეისბუქში“.