ირაკლი ლექვინაძე - „ოქროს სიის“ საკითხზე ბიზნესომბუდსმენის ოფისს შედეგი არ აქვს
„ოქროს სია“ არის ქეისი, სადაც ბიზნესომბუდსმენის ოფისს შედეგი არ აქვს, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხზე ბიზნესომბუდსმენს ბევრი კონსულტაცია ჰქონდა, ასევე კომუნიკაცია ყველა ბიზნესასოციაციასთან, ფინანსთა სამინისტროსთან.
„მივმართეთ ასევე პრემიერ-მინისტრს, თუმცა ამ ეტაპზე, ეს საკითხი არის დახურული და გადაწყვეტილება არ შეიცვლება. ეს იქნა გაცხადებული და ახსნილი შესაბამისი უწყების მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, „ოქროს სიის“ მონაწილე კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადაზე შეღავათი გაუქმდა.