საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და ხორვატიის კონკურენციის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და ხორვატიის კონკურენციის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და ხორვატიის კონკურენციის სააგენტოს პრეზიდენტმა, მირტა კაპურალიმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების სექტორში, ორი ქვეყნის უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას. მათ შორის, ორმხრივ დონეზე, საკონსულტაციო და ექსპერტულ-მეთოდოლოგიური საქმიანობის ხელშეწყობას.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია ბარსელონაში, კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.