ირაკლი ლექვინაძე – „ოქროს სიის“ საკითხზე ბიზნესომბუდსმენის ოფისს შედეგი არ აქვს 

13:51, 17.07.2019

„ოქროს სია“ არის ქეისი, სადაც ბიზნესომბუდსმენის ოფისს შედეგი არ აქვს, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე ბიზნესომბუდსმენს ბევრი კონსულტაცია ჰქონდა, ასევე კომუნიკაცია ყველა ბიზნესასოციაციასთან, ფინანსთა სამინისტროსთან.

„მივმართეთ ასევე პრემიერ-მინისტრს, თუმცა ამ ეტაპზე, ეს საკითხი არის დახურული და გადაწყვეტილება არ შეიცვლება. ეს იქნა გაცხადებული და ახსნილი შესაბამისი უწყების მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, „ოქროს სიის“ მონაწილე კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადაზე შეღავათი გაუქმდა.

მსგავსი