ირაკლი კვირიკაძე ენტონი ჰოპკინსთან ერთად ფილმში ითამაშებს [ფოტო]
ირაკლი კვირიკაძე ენტონი ჰოპკინსთან ერთად ფილმში ითამაშებს [ფოტო]

ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე ამერიკელ მსახიობ ენტონი ჰოპკინსთან ერთად ფილმში ითამაშებს, – ამის შესახებ ინფორმაციას მხატვარი ლაშა ზამბახიძე სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ ავრცელებს.

იტალიელი კინოოპერატორის, დანტე სპინოტის ფილმს Now is everything მხატვარი ლაშა ზამბახიძე გააფორმებს.

ფილმში ქართველი მსახიობის, ირაკლი კვირიკაძის გარდა, ითამაშებენ ჯეკ ნიკოლსონისა და სტინგის შვილები, ასევე ალენ დელონის შვილიშვილი.

ფილმის გადაღებები სავარაუდოდ მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.