„მძევლების“ მსახიობმა ირაკლი კვირიკაძემ სამომავლო გეგმებზე ბერლინის კინოფესტივალის სტუმრებისა და მედიის წინაშე ისაუბრა
„მძევლების“ მსახიობმა ირაკლი კვირიკაძემ სამომავლო გეგმებზე ბერლინის კინოფესტივალის სტუმრებისა და მედიის წინაშე ისაუბრა

რეზო გიგინეიშვილის ფილმ „მძევლებში“ გეგა კობახიძის როლის შემსრულებელი ირაკლი კვირიკაძე ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სტუმრებისა და მედიის წინაშე წარდგა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ირაკლი კვირიკაძემ მედიის კითხვებს ცნობილ ევროპელ ვარსკვლავებთან ერთად უპასუხა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ახალგაზრდა მსახიობებისთვის სამუშაო შეხვედრები ექსპერტებთან, რეჟისორებთან, პროდიუსერებთან და კასტინგის დირექტორებთან ოთხი დღის განმავლობაში გაიმართება.19 თებერვალს კი Berlinale Palast-ში თითოეულ მათგანს პრესტიჟული ჯილდო – European Shooting Stars Award გადაეცემა.

European Film Promotion-მა ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების სია რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა. ათეულში ირაკლი კვირიკაძე რეზო გიგინეიშვილის ფილმში “მძევლები” შესრულებული როლისთვის ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით მოხვდა.