სოციალურ ქსელში ირაკლი კვირიკაძისა და ენტონი ჰოპკინსის ერთობლივი ფოტოები ვრცელდება
სოციალურ ქსელში ირაკლი კვირიკაძისა და ენტონი ჰოპკინსის ერთობლივი ფოტოები ვრცელდება

სოციალურ ქსელში ფილმ „მძევლებში“ მთავარი როლის შემსრულებლის ირაკლი კვირიკაძისა და ცნობილი მსახიობის, ენტონი ჰოპკინსის ერთობლივი ფოტოები ვრცელდება.

ფოტოები ფილმის Now is Everything გადასაღებ მოედანზეა გადაღებული.

ქართველი მსახიობი ენტონი ჰოპკინსთან ერთად, დანტე სპინოტის ფილმში თამაშობს.

პროექტში მონაწილეობენ ჯეკ ნიკოლსონისა და სტინგის შვილები, ასევე ალენ დელონის შვილიშვილი.

ფილმზე კიდევ ერთი ქართველი მხატვარი ლაშა ზამბახიძე მუშაობს, სწორედ მან გააცნო ირაკლი რეჟისორ დანტე სპინოტის.

კოსტიუმების დიზაინერია ოსკარზე 12-ჯერ ნომინირებული კოლინ ესტვუდი.