ირაკლი კვირიკაძე ევროპული კინოს „ამომავალ ვარსკვლავებს“ შორის დასახელდა

17:53, 31.01.2018

ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები“ შესრულებული როლისთვის ევროპული კინოს „ამომავალ ვარსკვლავებს” შორის დასახელდა.

ინფორმაციას ამის შესახებ კინოცენტრი ავრცელებს.

„მძევლები“ დიდ ეკრანებზე 2017 წელა გამოვიდა.

ფილმის პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე შედგა.

მსგავსი