ირაკლი კვარაცხელია - კრისტიან დანიელსონმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოში არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ვადამდელ არჩევნებს ითხოვს
ორგანიზაციის „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონისთვის წერილის გადაცემას გეგმავენ.
როგორც ორგანიზაციის წევრმა, აქტივისტმა, ირაკლი კვარაცხელიამ განაცხადა, წერილში საუბარია ვადამდელი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე.
„მიუხედავად იმისა, რომ კოორდინაციაში ვართ ოპოზიციურ პარტიებთან, მათი ბრძოლა ვადამდელი არჩევნების მიღებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის შეიძლება საკმარისი არ იყოს. ამიტომ ბატონმა დანიელსონმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოში არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არჩევნების მეორე დღიდან აპროტესტებდა არჩევნების გაყალბებას და დღეს საზოგადოება მოითხოვს, ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ამ ეტაპისთვის აუცილებელია, ბატონ დანიელსონს ჰქონდეს ინფორმაცია, რას ფიქრობენ ამ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტები. ამ წერილს პირადად გადავცემთ, დაველოდებით რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.