„მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრებმა რუსთავის ციხესთან ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია გამართეს
„მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრებმა რუსთავის ციხესთან ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია გამართეს

„მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრებმა რუსთავის ციხისკენ ავტოკოლონით მსვლელობა მოაწყვეს.

აქციის მონაწილეები სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებასთან მივიდნენ და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

მათი განცხადებით, ხვალ სასამართლო ნიკა მელიას გათავისუფლების გადაწყვეტილებას თუ არ მიიღებს, 15 მაისიდან პერმანენტული აქციები დაიწყება.