„მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრებმა სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია გამართეს
„მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრებმა სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია გამართეს

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები პარლამენტის შენობიდან ავტოკოლონით გაემართნენ რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებისკენ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია არის მოთავსებული.

ნიკა მელიას მხარდამჭერებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და პატიმრობაში მისი ყოფნა გააპროტესტეს.

სასჯელაღსრულების დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ღამით გადაადგილებაზე დაწესებული რეგულაცია პროტესტის ნიშნად არაერთხელ დაარღვიეს და ახლა მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. თუმცა, „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები ამბობენ, რომ ე.წ. კომენდანტის საათი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მას კვლავ დაარღვევენ.

დატოვე კომენტარი