„მოძრაობამ საქართველოსთვის“ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან აქცია გამართა
„მოძრაობამ საქართველოსთვის“ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან აქცია გამართა

„მოძრაობამ საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან აქცია გამართა.

აქციის მონაწილეებმა საღებავებით ასფალტზე წარწერები გააკეთეს და პრემიერის გადადგომა მოითხოვეს.

აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა მიმდებარე სახლების რამდენიმე ცხოვრებმა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, რომელმაც აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის დაკავების უფლება არ მისცა.