ირაკლი კოვზანაძე - მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში მე-7 ადგილი კარგი გზავნილია პოტენციური უცხოელი ინვესტორებისთვის
„მსოფლიო ეკონომიკურ თავისუფლების რეიტინგში მე-7 ადგილი კარგი გზავნილია პოტენციური უცხოელი ინვესტორებისთვის“ – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.
„საქართველომ მსოფლიო ეკონომიკურ თავისუფლების რეიტინგში მე-7 ადგილი დაიკავა, პოზიციები გაიუმჯობესა, 162 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზე ყოფნა ძალიან პრესტიჟულია. პოზიციები გაუმჯობესდა რამდენიმე მიმართულებით, ეს არის ეკონომიკური რეგულაციები, ასევე მცირე მთავრობა.
შარშან ბიუჯეტის დამტკიცების, ასევე სამთავრობო პროგრამების განხილვის დროს ამ საკითხებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდით, ამ მიმართულებით პროგრესი გვქონდა. ვფიქრობ, წელსაც გვექნება და საქართველო კიდევ უფრო წინ წავა.
ეს არის კარგი გზავნილი პოტენციური უცხოელი ინვესტორებისთვის, ასევე ნდობის გაზრდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმართ და ასევე კარგი ინფორმაცია ქართული ეკონომიკის ზრდისათვის. ყველა მიმართულებით ეს არის პროგრესის მომასწავებელი” – აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.