ირაკლი კობახიძე - შეიძლება, გარკვეული გადადგილებები იყოს, რაიმე გადაადგილება თუ იქნება, მხოლოდ გუნდის ფარგლებში
ირაკლი კობახიძე - შეიძლება, გარკვეული გადადგილებები იყოს, რაიმე გადაადგილება თუ იქნება, მხოლოდ გუნდის ფარგლებში

ირაკლი კოვზანაძის პარლამენტიდან გასვლა დაინიცირებულ კანონპროექტს არანაირი ფორმით არ უკავშირდება. თავისი მიზეზი ჰქონდა და თავად განმარტავს. მას კერძო სექტორში დაბრუნება სურს და ეს გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე შესაძლებელია, გუნდის ფარგლებში გარკვეული გადადგილებები იყოს.

„სხვა გადაადგილებებს რაც შეეხება, შეიძლება, გუნდის ფარგლებში გარკვეული გადადგილებები იყოს. თუ იქნება, ინფორმაციას ჩვენგან მიიღებთ. რაიმე გადაადგილება თუ იქნება, ეს მხოლოდ გუნდის ფარგლებში, დღეს ვერაფერს გეტყვით. რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ ორმხრივი კონსულტაციების შედეგად შეიძლება იყოს მიღებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.