მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 25-ე ადგილს იკავებს და ძირითადად თავისუფალ 41 ქვეყანას შორის მოხვდა
მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 25-ე ადგილს იკავებს და ძირითადად თავისუფალ 41 ქვეყანას შორის მოხვდა

მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 25-ე ადგილს იკავებს და ძირითადად თავისუფალ 41 ქვეყანას შორის მოხვდა. 2023 წლის ანგარიში 2021 წლის პერიოდს მოიცავს. წინა წლის მონაცემებთან შედარებით, საქართველო ორი საფეხურით არის წინ.

აღსანიშნავია, რომ, 2020 წლის მონაცემებით, საქართველო მსოფლიო რეიტნგში 27-ე ადგილს იკავებდა, 2019 წლის მონაცემებით კი 22-ე ადგილზე იყო.

კვლევის ავტორთა ინფორმაციით, მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გამოთვლისას გათვალისწინებულია ხუთი პარამეტრი: „მთავრობის ზომა“, საკანონმდებლო სისტემა და საკუთრების უფლება, ვალუტის სიმყარე, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება და რეგულაციები.

მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს, ბოლო ადგილზე კი ვენესუელაა.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, სომხეთი სიაში 33-ე პოზიციაზეა, აზერბაიჯანი – 112-ეზე, თურქეთი – 101-ეზე, რუსეთი – 104-ეზე.