ირაკლი კოვზანაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეობა დატოვა
ირაკლი კოვზანაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეობა დატოვა

ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის ბიუროს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ მიმართა.

ბიურომ ირაკლი კოვზანაძის განცხადება განიხილა და საკითხი ცნობად მიიღო.

„რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, ირაკლი კოვზანაძისგან გვაქვს განცხადება კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის საკითხის ცნობად მიღების შესახებ, რომელსაც ვიღებთ ცნობად“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

ირაკლი კოვზანაძის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ განცხადება მოგვიანებით ცნობად მიიღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც.

ირაკლი კოვზანაძეს პარლამენტის დატოვების თაობაზე ოფიციალურად მიმართული აქვს საპროცედურო საკითხთა კომიტეტისთვის, თუმცა ამის შესახებ განცხადება არც ბიუროს და არც პლენარულ სხდომაზე არ გაკეთებულა.