პარლამენტმა ხუთ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყვიტა
პარლამენტმა ხუთ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყვიტა

ხუთ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ირაკლი კოვზანაძეს, გიორგი ხელაშვილს, ნინო იობაშვილს, ვლადიმერ ჩაჩიბაიასა და გიორგი ამილახვარს უფლებამოსილების ვადა შეუწყდათ.

როგორც ცნობილია, ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლები იქნებიან და ეს თანამდებობა შეუთავსებელი იქნება სადეპუტატო უფლებამოსილებასთან.

არსებული ინფორმაციით, გიორგი ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იქნება.

გიორგი ამილახვარი კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა.