ირაკლი ჭეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შეეგუოს შედეგებს და აღიაროს ბათუმში „ქართული ოცნების“ გამარჯვება
„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შეეგუოს შედეგებს და აღიაროს ჩვენი გამარჯვება, ბათუმის 80-მდე უბანი გვაქვს დათვლილი და ჩვენი კანდიდატი 1 700-დან 2 000-მდე ხმით უსწრებს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „ნაციონალური“ მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციების მცდელობას.
ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, გარკვეული ჯგუფები ცდილობდნენ უბნებში შეჭრას, უბნებზე მათი წარმომადგენლები კი, ხელს არ აწერენ შემაჯამებელ ოქმებს.
ჭეიშვილის განცხადებით, უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ბათუმის მერი „ქართული ოცნების“ კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი იქნება.