საზოგადოებრივი მაუწყებლის წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში (13 აგვისტოდან 30 ოქტომბრის ჩათვლით)

12:52, 30.11.2021

საზოგადოებრივი მაუწყებელი აქვეყნებს წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშს (13 აგვისტოდან 30 ოქტომბრის ჩათვლით).

საზოგადოებრივი მაუწყებელი 13 აგვისტოდან 30 ოქტომბრის ჩათვლით აწარმოებდა 2021 წლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების გაშუქების შიდა მონიტორინგს.

მონიტორინგი ეხებოდა პირველი არხის და საქართველოს რადიოს საინფორმაციო გადაცემებს. მონიტორინგის მიზანი იყო მონიტორინგის სუბიექტებისთვის დათმობილი დროის რაოდენობრივი მონაცემების დათვლა.

ანგარიშში წარმოდგენილია:

·         გაშუქებული საარჩევნო თემების რაოდენობრივი მონაცემები;

·         საარჩევნო სუბიექტებისთვის დათმობილი დრო, ქრონომეტრაჟის და ტონის მიხედვით;

·         არასაარჩევნო სუბიექტებისთვის დათმობილი დრო;

·         სუბიექტების გაშუქება სქესის მიხედვით;

·         საარჩევნო სუბიექტების მიერ ათვისებული უფასო სარეკლამო დრო.

მონიტორინგი მიმდინარეობდა სპეციალურად შექმნილი პროგრამის საშუალებით, თითოეულ ჩანაწერზე ტელეგადაცემის/სიუჟეტის ლინკის მითითებით, ხოლო გაშუქებული ინფორმაციის დამუშავებას უზრუნველყოფდნენ სხვადასხვა პლატფორმისა და გადაცემის სპეციფიკის გათვალისწინებით დატრენინგებული მონიტორები.

მონიტორინგის პროგრამა საშუალებას იძლევა, ნებისმიერ დროს გადამოწმდეს ანგარიშში წარმოდგენილი მონაცემები.

მსგავსი