შალვა ნათელაშვილი - ერი, რომელიც ვერ აკეთებს ელემენტარულ სწორ არჩევანს, არაა ღირსი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისა
შალვა ნათელაშვილი - ერი, რომელიც ვერ აკეთებს ელემენტარულ სწორ არჩევანს, არაა ღირსი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისა

ერი, რომელიც ვერ აკეთებს ელემენტარულ სწორ არჩევანს, არაა ღირსი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქში“ წერს.

„ამიტომ არ მოუთხოვია არასოდეს ილია ჭავჭავაძეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაგვიწერა კი ბედნიერი ერი და კაცია ადამიანი. ერი, რომელიც ვერ აკეთებს ელემენტარულ სწორ არჩევანს, არაა ღირსი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისა. ბოდიში მხოლოდ ხალხის ოც პროცენტთან, მაგრამ როგორც ვხედავთ, სარეველა უფრო ძლიერი და მრავალრიცხოვანია. მონის ფსიქიკა გამორიცხავს თავისუფლებასა და არჩევანის ჭეშმარიტებას“, – წერს შალვა ნათელაშვილი.