ინტერპოლმა 2017 წელს გაუჩინარებულ საქართველოს მოქალაქეზე ძებნა ყვითელი ცირკულარით გამოაცხადა
ინტერპოლმა საქართველოს მოქალაქეზე, 21 წლის გოგი დოლიძეზე საერთაშორისო ძებნა ყვითელი ცირკულარით გამოაცხადა.
შესაბამისი ინფორმაცია კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მე-12 კლასის მოსწავლე, გოგი დოლიძე 2017 წელს გაუჩინარდა. ქართველი სამართალდამცველების ინფორმაციით, გოგი დოლიძე 2017 წლის 7 დეკემბერს სოფელ ბობოყვათიდან ქობულეთში გაემგზავრა და მისი კვალი სწორედ იქ გაქრა.